ცოლ-ქმარს ერთი ქალი შეუყვარდა

  • primetimenews.ge
  • 20 ოქტომბერი 16:44

ამერიკის ვაშინგტონის შტატის ქალაქ კენევიკში ცოლ-ქმარს ერთი ქალი შეუყვარდა და გადაწყვტეს, რომ სამივეს ერთად ეცხოვრა.

ამ ისტორიის შესახებ Daily Mail-ი წერს. სატრენაჟორო დარბაზ CrossFit-ის მეპატრონემ, მერი ბარილასმა თავისი მომავალი მეუღლე და საქმიანი პარტნიორი ლეო ბარილასი გაიცნო, როცა 13 წლის იყო. 4 წელიწადში წყვილი დაქორწინდა.


2015 წელს მერი და ლეო, რომლებსაც ორი შვილი ჰყავთ, სპორტდარბაზის ერთ-ერთ კლიენტს, კიმბერლი სლეგლს დაუმეგობრდნენ. დროთა განმავლობაში მათი მეგობრული ურთიერთობა სასიყვარულოში გადაიზარდა. ორ წელიწადში კი, ქალი თავისი ორი შვილით ბარილასების ოჯახში გადავიდა საცხოვრებლად.


"ჩვენ ერთმანეთი 2016 წელს შეგვიყვარდა. შესაძლოა თითოეულს ეს სხვადასხვა დროს და სხვადასახვა გარემოებებში დაგვემართა,. უბრალოდ გადავწყვიტეთ, რომ კარგად ვგრძნობთ თავს ერთად. პოლიამორია ადამინისგან გულწრფელობას და ღიაობას მოითხოვს. ჩვენ ერთდროულად რამდენიმე ადამიანი გვიყვარს და ამას მოცემულობად ვიღებთ, მაშინაც კი, როცა ეს სოციალური ნორმის ფარგლებში არ ჯდება“, - ყვება ლეო ბარილასი.


"ჩვენი ურთიერთობა ტრადიციულისგან დიდად არ განსხვავდება. რა თქმა უნდა, ვეჭვიანობთ კიდეც, თუმცა ამის საპირისპიროდ საშუალებას მივაგენით - ვსხდებით და ვლაპარაკობთ", - ამბობს ლეო.


მისი თქმით, მას უხერხულობას არ უქმნის, რომ მისივე ორივე საყვარელი ქალი მასზე მაღალია და უხარია, რომ ახლობლები მისი ოჯახის მიმართ კეთილგანწყობილები არიან.


 

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge