მსოფლიოს 10 ულამაზესი ადგილი (ფოტო)

  • fortuna.ge
  • 20 ოქტომბერი 16:43

10 ყველაზე შთამბეჭდავი ფოტო, რომელიც მოგზაურებმა თავად გადაიღეს.

1. ფერადი მთა ჩინეთში


მთა, რომელიც იუნესკომ 2010 წელს მსოფლიო საგანძურების სიაში შეიყვანა, ჩინეთში მდებარეობს. წითელი ქვიშით დაფარული ლანდშაფტი საოცარ პეიზაჟებს ქმნის. ასეთი ფერადი მინერალების ნახვა მხოლოდ აქ შეგიძლიათ.



2. გასეირნება ფუშიმი ინარის ტაძარში
კიოტოს გარეუბანში მდებარე სალოცავი იაპონიის ტაძრებს შორის გამონაკლისია. აქ რომ მოხვდეთ,მიწისქვეშ უნდა ჩახვიდეთ, სადაც წითელი კარი დაგხდებათ. ის შინტოს ტაძრის შესასვლელის სიმბოლოა. ადგილი ცნობილია თავისი შთამბეჭდავი კორიდორებით.



3. ყველაზე ფერადი მიწა
ისლანდიის ვულკანის – ჰეკლას სიახლოვეს ულამაზესი მიწის ნაკვეთი მდებარეობს. მთელი ტერიტორია გეომეტრიული ფიგურებითაა მონიშნული და ერთმანეთს ენაცვლება მომაჯადოებელი ოქროსფერი, ლურჯი, წითელი და ნაცრისფერი. ეს არის გოგირდოვანი ორთქლისა და ლავას მოჩვენებითი სამყარო.



4. ფრენა სცენიდან
ეს ულამაზესი ფოტო ბურკანების მიგრაციის დროს გადაიღეს, როცა ისინი ნამიბიაში, მდინარე კუისებზე გადადიოდნენ.



5. მსოფლიოს ყველაზე მაღალი გოლფის მოედანი
დედა მარტა აიმარაში, სამხრეთ ამერიკაში, ტბა ტიტიკაკას რეგიონში ხშირად თამაშობდა გოლფს სამუშაოს შესვენებების დროს. მოედანი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალ ადგილასაა, ზღვის დონიდან 3277-3342 მეტრზე მდენარეობს. ის 1912 წელს დაარსდა ლა პაზის სამხრეთით.



6. შოკოლადის მთები
ამ შთამბეჭდავი 30-დან 50 მეტრამდე სიმაღლის მთებს უცნაური ფორმა აქვს – ისინი გინანტური ჭიანჭველების ბუდეებს ჰგავს. მათ შოკოლადის გორაკებს ეძახიან, რადგან ზაფხულში მცენარეები მზისგან ყავისფერს იღებს.



7. ჰუვერის კაშხალი
ის 1931 -1936 წლებში მდინარე კოლორადოს შავ კანიონოში აშენდა, არიზონასა და ნევადას საზღვარზე. ჰუვერის კაშხალი დღესაც ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად ითვლება ვიზიტორებისთვის.



8. ფრენა “საიდუმლოს” ზემოთ
ცნობილი და უცნაური ხაზები ნასკას ფერდობზე, რომელიც პერუს სამხრეთით მდებარეობს, 1926 წელს აღმოაჩინეს. ეს არის სწორი ხაზების ნაკრები, მათ შორისაა ნახატები, განსაკუთრებით ბევრია ცხოველების ფიგურები.



9. ჰარბინი – აქ ყველგან ყინული და ნაყინია
ჰარბინის სოფელში, რომელიც ჩინეთშია, თოვლისა და ყინულის სკულპტურების ფესტივალი ყოველ წელს იმართება, რომელიც 2 თვის მანძილზე გრძელდება.



10. ამრუმი – კუნძული გერმანიაში
ამრუმის სანაპირო, მისი დასავლეთ მხარე მთელ გაყოლებაზე რამდენიმე ასეული მეტრის ფართობზე ქვიშითაა დაფარული, სადაც ცნობილი „კალათებია“ ჩადგმული. ისინი ლამაზადაა მორთული, აქ შეგიძლიათ მოკალათდეთ და დაისვენოთ. მთელი რეგიონი იუნესკოს მსოფლიო საგანძურთა სიაშია.


სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge