ბანანის 3 დღიანი დიეტა - კარანტინის დროს მისწრებაა

  • თბილისელები
  • 25 აპრილი 10:19

ბანანი დიდი რაოდენობით შეიცავს E, C და B6 ვიტამინებს, მიიჩნევა კალციუმის, რკინისა და ფოსფორის წყაროდ. ამ დიეტის დროს ნაწლავები სუფთავდება, ორგანიზმში კი ნივთიერებათა ცვლა ნორმალიზდება.

თუ არ გაქვთ სანაღვლე გზებისა და თირკმელების დაავადება ან კუჭის წყლული, შეგიძლიათ, თამამად დაიწყოთ ეს დიეტა: დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ, დაახლოებით, კილოგრამ-ნახევარი ბანანი, თანაც, მაშინ, როცა მოგესურვებათ. წყურვილის დროს კი დალიეთ მწვანე ჩაი ან შემთბარი ანადუღარი წყალი – მათი რაოდენობა შეუზღუდავია. ამ საშუალებით დღე-ღამეში, დაახლოებით, ერთ ზედმეტ კილოგრამს დაიკლებთ. თუ გიჭირთ და თავს ვერ იკავებთ, შეგიძლიათ, ერთი ულუფა შვრიის უცხიმო ფაფაც მიირთვათ.

წყარო: თბილისელები