კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

  • 20 ოქტომბერი 12:39

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე რჩება.

ეს ის პირია, ვის სახლშიც აფეთქება მოხდა. მას სხეულის 60 პროცენტი აქვს დამწვარი და რენიმაციულ განყოფილებაში, ანტიშოკური მკურნალობა უტარდება.


„პაციენტის მდგომარეობა რჩება ისევ უკიდურესად მძიმე. წევს დამწვრობით რეანიმაციაში. უტარდება ანტიშოკური მკურნალობა. პროგნოზებზე ჯერ საუბარი ადრეა“,-განაცხადა ექიმმა.


შეგახსენებთ, აფეთქების შედეგად, სულ ოთხი მოქალაქე დაშავდა. დანარჩენი სამის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც კორპუსის მეოთხე სართულზე ნგრევა მოჰყვა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.


ამ დროის მონაცემებით, 120 დაზარალებული სამ სხვადასხვა სასტუმროშია გადანაწილებული.