20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • funtime.ge
  • 19 ოქტომბერი 23:03

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ოქტომბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება. ხელსაყრელი დღეა ძველი გეგმების განსახორციელებლად. შანსი გაქვთ, რომ ჩანაფიქრი ბოლომდე მიიყვანოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილება. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, ახლობელი ადამიანის ან ბავშვების პრობლემებს დაუთმოთ.



კურო
ეცადეთ თავშეკავება გამოიჩინოთ. ამ დღეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ტენდენციები ახლავს. ნუ აჩქარდებით. ჩანაფიქრს აუცილებლად განახორციელებთ. ერიდეთ კონფლიქტებს და ექსპერიმენტებს და წვრილმანებზე ნუ მოცდებით. პირადი ცხოვრება თქვენგან ყურადღებას და სიფრთხილეს მოითხოვსგამორიცხული არ არის ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი, მაგრამ მცირე სტრესის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.



ტყუპები
ხელსაყრელი დღეა. თქვენი შრომისმოყვარეობა და გალენიანი ადამიანების მფარველობა ფინანსური წარმატების წინაპირობას შექმნის. ამ დღეს ნებისმიერ, თუნდაც სარისკო კომერციულ საქმიანობაში წარმატება გელით. საღამო საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაუთმეთ.



კირჩხიბი
ამ დღესუნიკალური შანსი გეძლევათ, რომ სანუკვარი ოცნება განახორციელოთ. ხშირად გაიღიმეთ და თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო განცდებისა და სიყვარულისთვის მეტი ადგილი დარჩება.



ლომი
შესანიშნავი დღეა ძველი გეგმების განსახორციელებლად. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილებები. ამ დღეს მთავარია შეცდომები არ დაუშვათ და არ დაიგვიანოთ.



ქალწული
ამ დღის დევიზია მშვიდობა, თანხმობა და სიყვარული. ნუ აჩქარდებით. შეგიძლიათ გეგმების განხორციელებას მშვიდად შეუდგეთ. ბოლოს და ბოლოს გარშემო მყოფებთან ურთიერთობას დაალაგებთ და ოჯახში ისევ სიმშვიდე დაისადგურებს. სასიამოვნო სიურპრიზებს და საჩუქრებს ელოდეთ. ხელსაყრელი დროა მოგზაურობისთვის.



სასწორი
ხელსაყრელი დღეა, რომლის დევიზი შრომისმოყვარეობა და მიზნისკენ სვლა. მოსალოდნელია გავლენიანიპირის მფარველობა, რომელიც ფინანსური წარმატებისთვის სასტარტო პირობებს შეგიქმნით. დღის მეორე ნახევარში საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნეთ.



მორიელი
ამ დღეს სასიამოვნო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ამის გარდა, უამრავი სხვა საქმის კეთებაც გელით. მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ, ერიდეთ უსარგებლო საუბრებს. ეს გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. ერეიდეთ ოჯახში კამათს და ბავშვებს მეტი დრო დაუთმეთ.



მშვილდოსანი
კრიტიკული დღეა. მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგი. პირადი ცხოვრება ყურადღებას და სიფრთხილეს მოითხოვს. მზად იყავით ბედის უეცარი შემობრუნებისთვის და ეცადეთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა გაარკვიოთ.



თხის რქა
მეგობრებისა და ნთესავების დახმარებით, ფინანსურ შემოსავალს მიიღებთ. ელოდეთ სასიამოვნო სიურპრიზებს და საჩუქრებს. ხელსაყრელი დღეა შეძენისთვის და პირად ცხოვრებაში ცვლილებებისთვის, თუმცა არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საფრთხეც. ერიდეთ ხმაურიან წვეულებებს.



მერწყული
ეს დღე მშვიდობას და ჰარმონიას განასახიერებს. ნუ ეცდებით საკუთარი მოვალეობების პარტნიორებზე გადაბარებას. თქვენი მომხიბვლელობა სასწაულებს მოახდენს.



თევზები
მშვიდო სამუშაო დღე გელით. ბევრი თქვენგანი აღმოჩნდები პასიური დამკვირვებლის როლში და ინიციატივას ხელიდან გაუშვებს. ინტუიცია დაგეხმარებათ ყველაზე რთული სიტუაციაც კი სწორად შეაფასოთ.
 


 
სრული ვერსიის ნახვა funtime.ge