თვითმფრინავის მგზავრმა ზედმეტი ბარგის ღირებულების გადახდას თავი ასე აარიდა

  • newpost.ge
  • 19 ოქტომბერი 18:20

ფილიპინელმა გელ როდრიგესმა ნორმაზე მძიმე ხელბარგისთვის თავის არიდების მიზნით ორიგინალური ხერხი მოიფიქრა.

გოგონამ ბარგი 9 კგ.-დან 6,5 კგ.-მდე შეამცირა, რისთვისაც ბარგში არსებული ტანსაცმლის ნაწილის ჩაცმა მოუწია.


"როდესაც ავიაკომპანიის წარმომადგენელმა მითხრა, რომ ხელბარგის მაქსიმალური წონა 7 კგ უნდა იყოს, მე ვუპასუხე - არ არის პრობლემა," - წერს როდრიგესი ფეისბუქგვერდზე და საკუთარ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც მას 5 მაისური, სამი შარვალი და სამი ქურთუკი აცვია.


გელი არ ელოდა, რომ მისი პოსტი ასეთი პოპულარული გახდებოდა. მის სურათს 33000 "like"-ი, 1000 კომენტარი და 2000 "share"-ი აქვს. ამ ფაქტის შესახებ მსოფლიოს რამდენიმე ინტერნეტ გამოცემამ, მათ შორის "Daily Mail"-მა დაწერა.


"რომ მცოდნოდა, ეს სურათი ასეთი ვირუსული იქნებოდა, უფრო ვიპოზიორებდი," - აცხადებს გელი.

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge