გურამიშვილის გამზირზე ნაძალადევის გამგეობის წარმომადგენლებმა საინფორმაციო ფურცლები გააკრეს

  • mediamall.ge
  • 19 ოქტომბერი 17:32

გურამიშვილის გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ნაძალადევის გამგეობა დაზარალებულებს დახმარებას ჰპირდება. 

 

"mediaMall"-ი ინფორმაციით, გამგეობის წარმომადგენლება მიმდებარე ტერიტორიაზე გააკრეს საინფორმაციო ფურცლები, სადაც აღნიშნულია, რომ ნებისმიერ დაზარალებულს შეუძლია მათ დაუკავშირდეს და ისინი შესაბამის დახმარებას გაუწევენ.


შეგახსენებთ, დღეს გურამიშვილის გამზირზე 16 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რაც  წინასწარი ინფორმაციით, არასწორად დამონტაჟებულმა წყლის გამათბობელმა გამოიწვია. ამ წუთამდე ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები, ასევე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადები. კორპუსი ევაკუირებულია და მოსახლეობას ეტაბობრივად ნივთები გამოაქვთ. დაზარალებულები  ნაძალადევის გამგეობისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით სასტუმროებში გადაჰყავთ.

სრული ვერსიის ნახვა mediamall.ge