19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • newposts.ge
  • 18 ოქტომბერი 23:48

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნებისთვის 19 ოქტომბერი და რას გვირჩევენ ასტროლოგები?

ვერძი - გარშემო უამრავი საინტერესო ხდება, დღეს უნდა შეეცადოთ, ყველაფერი მოასწროთ. ვალდებულებები ახლობლებს გადააბარეთ და თავად იმხიარულეთ.



კურო - იმდენი საქმე გაქვთ დღეს შესასრულებელი, რომ მოსაწყენად ვერ მოიცლით. ეცადეთ, რასაც აკეთებთ, ხარისხიანად გააკეთოთ. საიდუმლოებებს ყველას ნუ გაუმხელთ.


ტყუპი - როგორც წესი, ადამიანები ყოველთვის არ აკეთებენ იმას, რაც თქვენ გსურთ. ნუ დაკარგავთ დროს არაფრისმომცემ საქმეებზე, უაზრო ადამიანებზე. განვითარებას მხოლოდ ღირსეულების გვერდით შეძლებთ.


კირჩხიბი - თუ დღეს გავლენიან ადამიანთან სიტუაცია დაგეძაბებათ, ეცადეთ, ღირსეულად გეჭიროთ თავი და მშვიდად აუხსნათ სიტუაცია. მტყუანი რომც აღმოჩნდეთ, მისგან პატივისცემას მაინც დაიმსახურებთ.


ლომი - სანამ სხვები ღრუბლებში დაფრინავენ, თქვენ გეგმაც უნდა დააწყოთ და განახორცილოთ კიდეც. გარშემო მყოფების დახმარება და სიურპრიზები გელით.


ქალწული - გარშემო მყოფების დამხმარე და მშველელი ხართ. დღეს ბევრს დაეხმარებით სირთულეების დაძლევაშიც და განწყობის გაუმჯობესებაშიც.


სასწორი - მშვიდად ყოფნას ვერ შეძლებთ, ბავშვობაში ვისაც იცნობდით ისინიც კი შეგეხმიანებიან. მნიშვნელოვან ადამიანთან შეხვედრა და მისთვის გულის გადაშლა მოგიწევთ.


მორიელი - შეიძლება ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ეს თქვენ გსურთ. ზოგჯერ გარშემო მყოფები უნდა აიძულოთ, რომ რამე გააკეთონ. მხოლოდ ასე მიიღებთ სასურველს.


მშვილდოსანი - ახლობლებს ყვირილით ვერაფერს გააგებინებთ. მით უმეტეს ბავშვებს. იყავით მშვიდი და ყველას მისთვის გასაგებ ენაზე ესაუბრეთ.


თხის რქა - გადატვირთული ხართ სამსახურის საქმეებითაც და სხვა ვალდებულებებითაც. ამიტომაცაა, რომ ზოგიერთი დეტალი, თარიღები გავიწყდებათ. გადადეთ ყველა საქმე და დღევანდელი დღე საკუთარ თავს მიუძღვენით.

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge