კალიფორნია აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც ცხოველის ბეწვის წარმოება და გაყიდვა აიკრძალა

  • 18 ოქტომბერი 23:50

კალიფორნია აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც ცხოველების ბეწვის წარმოება და გაყიდვა აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შტატში ბეწვისაგან ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ან ჩანთების დამზადება-გაყიდვა აიკრძალება, კანონი კი ძალაში 2023 წლიდან შევა. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება ხელოვნურ ბეწვს, ტყავსა და ფიტულებს.


როგროც ცნობილი გახდა, კანონის დამრღვევი პირველ ჯერზე 500 დოლარის ოდენობის დაჯარიმდება, განმეორებითი შემთხვევისას კი ჯარიმა გაორმაგდება.