შემოსავლის გარეშე დარჩენილი სექსმუშაკები – ნახეთ როგორ უწევთ მათ ცხოვრება

  • 23 აპრილი 15:38

ქართველ სექსმუშაკებს უხილავი მტრის არ ეშინიათ. ისინი უფრო კლიენტების დეფიციტმა შეაშინათ, რადგან ეს პროფესია მათი ერთადერთი შემოსავლის წყაროა.

მომსახურების სერვისის შესაბამისად, ფასები განსხვავებულია. მეტი დამაჯერებლობისთვის ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო ყველა და ყველაფერი გაჩერდა, ფასებიც დააკლეს.


ადრე თუ ერთ საათიანი მომსახურება 50 ლარი ღირდა, ახლა 30-40 ლარია.


თვითიზოლაციაში ყოფნა, ყოველგვარი რესურსისა და დანაზოგის გარეშე განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ტრანსგენდერი ქალი გაბრიელა როსკიპოვა-რომანოვასთვის.


მისი და მისი მეგობრების ერთადერთი სამსახური სექსმუშაკობაა და მათი არსებობა ყოველდღიურ შემოსავალზე იყო დამოკიდებული, ახლა კეთილი ადამიანების იმედად არის დარჩენილი.


ის საქართველოს მთავრობისგან დახმარებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშინ როცა ბინის ქირის გადახდას ვეღარ შეძლებს, მერიის წინ კარვის გაშლას გეგმავს.


 



წყარო