მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, რომელიც საპატრიარქოში ჩამოახრჩვეს

  • 23 აპრილი 14:03

200 წლის წინ, დღევანდელ დღეს ოსმალეთის იმპერიამ სიკვდილით დასაჯა კონსტანტინეპოლის პატრიარქი გრეგორიუს V.

ოსმალეთის სულთანის, მაჰმუდ II-ის ბრძანებით პატრიარქი სააღდგომო ლიტურგიის დასრულებისთანავე ტაძრიდან გამოიყვანეს და საპატრიარქოს ჭიშკარზე ჩამოახრჩვეს, ცხედარი კი ზღვაში გადააგდეს.


მას ბრალი აჯანყებული ბერძნების მხარდაჭერაში დასდეს. და ეს მაშინ, როცა პატრიარქი, თავად ცდილობდა ამ აჯანყების ჩაცხრომას კონსტანტინეპოლის გადარჩენის მიზნით.


პატრიარქმა რევოლუციური მოქმედებები საჯაროდაც დაგმო, რათა დაეცვა კონსტანტინეპოლის ბერძნები, თუმცა ოსმალებმა ის მაინც სამაგალითოდ დასაჯეს.


პატრიარქის სიკვდილის დასჯას კონსტანტინეპოლის ბერძენი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტვა მოჰყვა.


პატრიარქის ცხედარი ზღვიდან გამოიყვანეს და ის ათენის მეტროპოლიტანის კათედრალში დაკრძალეს.


წყარო