შალვა თადუმაძე: ჩვენ მივიღებთ ამ წერილს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ

  • 18 ოქტომბერი 20:22

„ჩვენ მივიღებთ ამ წერილს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ“, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ განაცხადა.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ პროკურატურაში წერილის შეტანასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ წერილის მიღების შემდეგ პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.


”ჩვენთან არ არის აღნიშნული წერილი წარმოდგენილი, შესაბამისად, მე არ ვიცი. ჩვენ მივიღებთ ამ წერილს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ. ჩვენ ვნახავთ, ეს არის თუ არა ფარატინა ფურცელი და თუ ფარატინა ფურცელია, გეტყვით, რომ ეს იყო ფარატინა ფურცელი”, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.