საქართველოში, 6 თვეში 207 თვითმკვლელობა მოხდა

  • 18 ოქტომბერი 18:06

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2019 წლის იანვარი - ივნისის პერიოდში საქართველოში სუიციდის და სუიციდის მცდელობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სულ, საქართველოში, 6 თვის განმავლობაში 428 თვითმკვლელობა და თვითმკვლელობის მცდელობა მოხდა. 


უწყების ინფორმაციით, 2019 წლის 6 თვეში სუიციდის 207 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო თვითმკვლელობის მცდელობის 221 ფაქტი.