Caspian Impex Group-ი კარანტინში მყოფ 750 პირს სურსათით დაეხმარა

  • 22 აპრილი 17:07

Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში სოციალური მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში ლოგისტიკური კომპანია „კასპიან იმპექს გრუპი“ თბილისის 5 სასტუმროში - (შერატონი, ჰოლიდეი ინნ, მოქსი, იბისი და რამადა) განლაგებულ საკარანტინე ზონებში მყოფ მოქალაქეებს 2 ტონამდე, 15 ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტებით დაეხმარა.

ამავე კამპანიის ფარგლებში კომპანიის თანამშრომლებმა 3000 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადასცეს ხანდაზმულთა პანსიონატ “ბასილიადას”, სადაც მუდმივად ცხოვრობს 35-მდე ბენეფიციარი.

მანამდე, კომპანიამ Covid–19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად საქართველოს სამთავრობო ფონდში Stopcov 15 000 ლარი გადარიცხა.

„კასპიან იმპექს გრუპ“ ამიერკავკასიაში ერთ-ერთი მსხვილი გადამზიდავი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს.