იაპონიაში ნახევარ მილიონზე მეტ მსჯავრდებულს შეიწყალებენ

  • ghn.ge
  • 18 ოქტომბერი 17:20

იაპონიის ხელისუფლება ახალი იმპერატორის ტახტზე ასვლასთან დაკავშირებით 550 ათას მსჯავრდებულს შეიწყალებს. 

შეწყალება არ მოიაზრებს პატიმრობის ვადის შემცირებას ან განაჩენის გაუქმებას. ის მხოლოდ შეეხება მათ, რომელთაც დაკისრებული ჰქონდათ ჯარიმა მსუბუქი სამართალდარღვევისთვის. ეს გადაწყვეტილება სულ 550 ათას ადამიანს შეეხება.


ასევე შეწყალებული იქნება კიდევ 1000 ადამიანი, რომლებსაც მძიმე ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ შეუძლიათ, ასევე ისინი, ვისი უფლებებიც შეიზღუდა ჯარიმის დაკისრების შემდეგ და ამის გამო სამუშაოს ვერ პოულობს.


იაპონიაში 22 ოქტომბერს გაიმართება მოქალაქეებისა და უცხოელი სტუმრების წინაშე იაპონიის ახალი იმპერატორის ნარუჰიტოს წარდგენის ცერემონია.


2019 წლის 30 აპრილს იაპონიის იმპერატორმა აკიჰიტომ დაასრულა 30 წლიანი მმართველობა და ტახტი ოფიციალურად დატოვა, რის შემდეგაც მონარქის ტახტი მისმა ვაჟმა ნარუჰიტომ დაიკავა.

სრული ვერსიის ნახვა ghn.ge