ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-5 პაციენტი

  • 22 აპრილი 11:50

საქართველოში კორონავირუსით გარდაცავლების მეხუთე შემთხვევა დადასტურდა.

გარდაცვლილი პაციენტი 68 წლის იყო, ბოლნისის კლასტერიდამ და ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.


ექიმ ლალი ტურძელაძის თქმით, პაციენტი საავადმყოფოში აპარატულ სუნთქვაზე იმყოფებოდა და მას ჰქონდა თანმხლები დაავადებები, რომელიც მკურნალობის პროცესს უფრო ართულებდა.


პაციენტს ინფარქტის გამო გართულებები ჰქონდა, რასაც ორმხრივი მწვავე პნევმონია დაემატა და მისი გარდაცვალების მიზეზი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია გახდა.


ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცრებული 411 ადამიანია, ხოლო 98 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული.