ლედი გაგა კონცერტის დროს სცენიდან გადავარდა (ვიდეო)

  • 18 ოქტომბერი 14:15

ამერიკელი სუპერვარსკვლავი ლედი გაგა ლას-ვეგასში კონცერტის მიმდინარეობისას სცენიდან გადავარდა.

მომღერალმა ერთ-ერთი სიმღერის შესრულების დროს სცენაზე გულშემატკივარი მოიწვია, რომელმაც ზედმეტი აღფრთოვანებისგან ვარსკვლავი ხელში აიტაცა, თუმცა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ორივე სცენიდან გადავარდა. ფაქტის ამსახველი კადრები კონცერტზე მყოფმა გულშემატკივრებმა გაავრცელეს.