ახალგაზრდა ქალმა მძინარე შეყვარებულს ბენზინი დაასხა და დაწვა

  • newposts.ge
  • 18 ოქტომბერი 12:55

INDEPENDENT-ის ინფორმაციით, 25 წლის გოგონამ დივანზე მწოლიარე შეყვარებულს ბენზინი დაასხა და დაწვა.

მას შემდეგ რაც 24 წლის მაიკლ გონსალესმა დაბადების დღე აღნიშნა და დასაძინებლად წამოწვა, ჯინა ვირჯილომ ბენზინგასამართ სადგურზე ნაყიდი საწვავი კანისტრიდან დაასხა დივანზე, ხალიჩაზე, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა თავის შეყვარებულს. როდესაც დამნაშავეს, მოესმა მსხვერპლის შემზარავი კივილი - „ცხელა ძალიან ცხელა“, მან კარი ჩაკეტა და გაიქცა.


აღნიშნული ინციდენტი 7 წლის წინ მოხდა. მკვლელს კი განაჩენი ახლა გამოუტანეს და მას 99 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge