"სასაფლაოზე შარვლის ქამრით მოვკალიო, შემდეგ კი ცოლის ცხედარი პოლიციაში მიუტანია"

  • newposts.ge
  • 18 ოქტომბერი 12:26

ბოლნისში ქმრის მიერ ახალგაზრდა ცოლის მკვლელობაზე ღიად საუბარს გაურბიან.

სოფელ ტალავერში, სადაც 30 წლის მამაკაცმა ილგარ ნასიბოვმა მეუღლე ქამრით გაგუდა, ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ნსიბოვმა 25 წლის მეუღლის ცხედარი პოლიციაში მიიტანა და სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა.

ადგილობრივები "ნიუპოსტის"ჟურნალისტთან პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა კაცი ეჭვიანი იყო.
ცობილია, რომ ბრალდებულმა სოფელი ტალავერი წლების წინ დატოვა და ნიჯარ ნასიბოვითან ერთად ბაქოში ცხოვრობდა.

ილგარ ნასიბოვი მაღაზიაში გამყიდვლად მუშაობდა და ცოლთან ერთად 3 მცირეწლოვან ბავშვს ზრდიდა.
მკვლელობა ილგარ ნასიბოვის მამის კუთვნილ ავტომობილში მოხდა.

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge