ცნობილია, რაში იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის სექსუალობა

  • sputnik-georgia.com
  • 18 ოქტომბერი 12:15

გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და გაიგეთ, რაში იმალება თქვენი სექსუალობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი



ვერძები ნოვატორი და პირველაღმომჩენი არიან. სწორედ ეს ადამიანები უყრიან საფუძველს ახალ მოდურ ტენდენციებს, ადგენენ სტანდარტებს. მათ მგზნებარე გული და დაუოკებელი ხასიათი აქვთ, რაც აიძულებს, მუდამ წინ იარონ და ნებისმიერი დაბრკოლება გადალახონ. უფრო მეტიც, თავიანთი ნოვატორული იდეებით ისინი „ასნებოვნებენ“ გარშემომყოფებს და აყვარებენ თავს. სწორედ ცეცხლოვანი ჟინია ის, რითიც ხიბლავენ ვერძები გარშემომყოფებს.



 კურო



კუროში ყველაზე სექსუალურია გაღმერთება, რომელიც მათ საყვარელი ადამიანის მიმართ აქვთ. ეს ადამიანები ძალზე გულწრფელი და მოსიყვარულე არიან, ამიტომ, როდესაც თავიანთ მეორე ნახევარს ხვდებიან, მასში თითქოს „იკარგებიან“. ზრუნვა და სინაზე, რომლითაც კუროები თავიანთ საყვარელ ადამიანს ანებივრებენ, ძალზე ცხადია გარშემომყოფებისთვის. ეს ადამიანები უფრო მეტს გასცემენ, ვიდრე იღებენ, და როდესაც საყვარელი ადამიანის გაბრწყინებულ თვალებს ხედავენ, უდიდეს ბედნიერებას განიცდიან. გასაკვირი არაა, რომ, თუნდაც ჯიუტი და თუნდაც ყველაზე მსუბუქი ხასიათის კურო საოცრად სექსუალური მოჩანს.


ტყუპი



ტყუპები თავიანთი უნივერსალურობით გამოირჩევიან. მათ, პრაქტიკულად, ნებისმიერ სიტუაციასთან შეუძლიათ შეგუება, ყველაზე კრიტიკულ პირობებშიც კი შეუძლიათ თავი ისე იგრძნონ, როგორც თევზმა წყალში. ამის მიზეზი ამ ნიშნის ორბუნებოვნებაა, რაც მათ საშუალებას აძლევს, ნებისმიერ სიტუაციაში საჭირო სახე მიიღონ. ასეთი უნივერსალურობა, თავდაჯერებულობა და გამომსახველობა ტყუპებს სექსუალურად მიმზიდველს ხდის, განსაკუთრებით - სუსტი და მოუქნელი ადამიანებისთვის, რომლებსაც ცხოვრებაში ძლიერი და საიმედო „უნივერსალური ჯარისკაცი“ ესაჭიროებათ.
 


კირჩხიბი



კირჩხიბები ასეთი ჩუმი, მეოჯახე და რბილი მხოლოდ გარეგნულად ჩანან. სინამდვილეში, ეს ძალზე წინააღმდეგობრივი და ცვალებადი ნიშანია. დილიდან კირჩხიბი დამყოლი და ნაზია, საღამოს კი, შესაძლოა, სახლის კედლები შეაზანზაროს. მესაკუთრეობისა და დამოუკიდებლობის, სინაზისა და სიმკაცრის, სითამამისა და მერყეობის ასეთი დისონანსი კირჩხიბს ზოდიაქოს ნიშნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურს ხდის. და სხვაგვარად როგორ იქნება, თუ ეს ადამიანები საერთოდ არაპროგნოზირებადი არიან და ამით - ბევრად მიმზიდველი.
 



 

სრული ვერსიის ნახვა sputnik-georgia.com