საუკეთესო ცოლების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

  • sputnik-georgia.com
  • 18 ოქტომბერი 12:11

ზოგისთვის საუკეთესო ცოლია სანიმუშო დიასახლისი, სხვისთვის კი დამოუკიდებელი და ამბიციური „ბიზნეს-ვუმენი“...

 

როგორია იდეალური ცოლი? თითოეულ მამაკაცს იდეალური ცოლის თავისი კრიტერიუმი აქვს. ერთისთვის ესაა ქალი, რომელიც კარგად ამზადებს, ასუფთავებს, მეორისთვის - ქალი, რომელსაც თავი არასდროს სტკივა... წარმოდგენა იდეალზე ყველას განსხვავებული აქვს. ამიტომ ზოგისთვის საუკეთესო ცოლია სანიმუშო დიასახლისი, სხვისთვის კი - დამოუკიდებელი და ამბიციური „ბიზნეს-ვუმენი“.


საინტერესოა, რას ამბობენ ამის თაობაზე ვარსკვლავები. გაეცანით საუკეთესო ცოლების რეიტინგს - უარესიდან უკეთესისკენ და გაიგეთ, თქვენ ან თქვენი მეუღლე ხომ არ იკავებს ამ რეიტინგში საპატიო პირველ ადგილს.


12. მორიელი



მორიელ ქალში ლამაზი გარეგნობა მახვილგონიერებას ერწყმის. ის ცოლის როლისთვის არცთუ იდეალური კანდიდატურაა. თუ მას ცოლად მოიყვანთ, ეს ნიშნავს, რომ ნებაყოფლობით მონობას თანხმდებით. მოგიწევთ, სიბერემდე მისი კეთილგანწყობა მოიპოვოთ და ამ რთული ხასიათის ქალს მიეჩვიოთ. მერე კი - სიმელოტე, ლიბიდოს დაკარგვა, პროსტატიტი და პენსია სიბერისას...


11. თევზები



სჯობს, კატა მიიყვანოთ სახლში, ვიდრე თევზები ცოლად შეირთოთ: შედეგი ერთნაირი იქნება. ქალი-თევზი არამიწიერი არსებაა. ის მოფერების ნებას მოგცემთ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ამის გუნებაზეა. მამაკაცები მიისწრაფვიან სათუთი თევზებისკენ, ჭკუიდან იშლებიან მათი გულისთვის. თევზებთან განშორების შემდეგ მამაკაცი შეიძლება დეპრესიაშიც კი ჩავარდეს - აი, კიდევ ერთი მიზეზი, რომ თევზებს ერიდოთ.


10. ლომი



ლომის მოთვინიერება მხოლოდ ყველაზე მამაცს შეუძლია. ამისთვის მას მთელი ქონების დახარჯვა მოუწევს. ქალ ლომს მოსწონს ლამაზი სამკაულები, ძვირად ღირებული ავტომობილები... მისი მადის დაკმაყოფილებას ცოტა თუ შეძლებს. კაშკაშა და ექსტრავაგანტულ ლომთან დაშორება მამაკაცს სიხარულს მოგვრის... მაგრამ მხოლოდ სამი დღე, შემდეგ კი უკვე მოიწყენს. სხვა ქალები მის ფონზე უფერულად და უინტერესოდ მოეჩვენება.


9. მშვილდოსანი



მშვილდოსანი ქალისთვის უარის თქმა ძალზე ძნელია, ხანდახან - შეუძლებელიც. ყველაფერი ისე უნდა იყოს, თან მუდამ, როგორც მას სურს. ცოლად მშვილდოსნის მოყვანა იგივეა, რაც ეშმაკთან გაფორმებული კონტრაქტი. ასეთი კავშირისთვის საკუთარი უკვდავი სულით მოგიწევთ ანაზღაურება. ნებისმიერ დაუმორჩილებლობას ის აღიქვამს, როგორც ბუნტს გემზე. ამას მოჰყვება საშინელი და გაუგონარი სასჯელი - გადასახლება მოუსავლეთში.


8. ტყუპი



ტყუპ ქალს ადამიანის შინაგანად დანახვა შეუძლია. ასეთმა ცოლმა ზუსტად იცის, ვინაა მისი ქმარი სინამდვილეში, იცის მისი ყველა ცოდვა, აზრი, შიში. თავის მოკატუნებას აზრი არა აქვს. მამაკაცის ნებისმიერი ტყუილი მისთვის ცნობილი გახდება. არ იკითხოთ, როგორ გამოსდის ეს. ეცადეთ, ასეთი ქალისგან საიდუმლო არ გქონდეთ, ან ხანგრძლივ ზნეობრივ-დამრიგებლური საუბრისთვის მოემზადეთ.


7. ვერძი



ვერძ ქალთან თანაცხოვრება სუსტი ნერვების პატრონებისთვის არაა. თუ გსურთ, სიჯიუტეში გაეჯიბროთ და სულის ძალა გამოწვრთნათ - მაშინ თამამად შეგიძლიათ მისი ცოლად მოყვანა. ის ბოლომდე იბრძოლებს, სანამ არ აღგზრდით ხელახლა. მაგრამ ნუ გეშინიათ. ყველაფერი, რასაც აკეთებს, მხოლოდ წაგადგებათ, თუნდაც ჯერ ამას ვერ აცნობიერებდეთ. ვერძი ქალი ძალზე ძლიერია, მას სუსტი ქმარი არ სჭირდება. თუ მზად არ ხართ, მედგრად აიტანოთ ყოველდღიური მინი-აპოკალიფსი, მაშინ სჯობს, გვერდი აუაროთ მას.
 
 
 
 

სრული ვერსიის ნახვა sputnik-georgia.com