გიორგი მარგველაშვილი ნიკა გვარამიას მადლობას უხდის

  • 18 ოქტომბერი 00:41

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა “მთავარი არხის” დამფუძნებელ ნიკა გვარამიას ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა.

 

"ძალიან მიხარია, რომ ვარ აქ. იმიტომ, რომ ის რაღაც შავ-ბნელი პროცესი, რომელიც “რუსთავი2″-ის გარშემო, ბევრი წელი გრძელდებოდა და ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა საქართველოს ბევრ მოქალაქეზე, დამთავრდა გამარჯვებით და მე გილოცავ, ასევე მადლობას გეუბნები ქართველი ხალხის სახელით, იმიტომ, რომ ეს იყო გამარჯვება დემოკრატიისთვის და აზრის მრავალფეროვნებისთვის", – მიმართა გიორგი მარგველაშვილმა ნიკა გვარამიას.