ჯენიფერ ენისტონმა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ინსტაგრამის რეკორდი მოხსნა

  • imedinews.ge
  • 18 ოქტომბერი 00:35

ცნობილმა მსახიობმა ჯენიფერ ენისტონმა ინტაგრამზე დარეგისტრირებიდან სულ რაღაც რამდენიმე საათში 1 მილიონი გამომწერი დააგროვა, 12 საათში კი მის პროფილს 5 მილიონი გამომწერი ჰყავდა. 

უცხოური გამოცემების ცნობით, ამ შედეგით ვარსკვლავმა რეკორდი მოხსნა.


გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, ამ რეკორდს პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ინსტაგრამის გვერდი ფლობდა, რომელიც 5 საათსა და 45 წუთში გამოიწერა მილიონმა ადამიანმა. ენისტონმა ამ რაოდენობის გამომწერი 5 საათსა და 16 წუთში მოიპოვა.


ამ ფაქტს მსახიობმა კიდევ ერთი პოსტი მიუძღვნა, წარწერით: "გეფიცებით, არ მინდოდა. მადლობა გულთბილი და ავარიული დახვედრისთვის" ,- დაწერა ენისტონმა. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge