ე.წ "კანონიერ ქურდს“ "ლევან სუხუმსკის" ციხის კართან დახვდნენ და ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს

  • 20 აპრილი 23:37

რუსეთის მკაცრი რეჟიმის დაწესებულებიდან (Владимирский централ) „კანონიერი ქურდი“ ლევან აბულაძე გათავუსუფლდა, რომელიც ორგანიზებული დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი მას ციხის კართან დახვდა და გააცნო დადგენილება პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების შესახებ.


მიუხედავად იმისა, რომ „კანონიერმა ქურდმა“ ხელი არ მოაწერა დოკუმენტს, მას რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა სამუდამოდ აეკრძალა.


აბულაძე არალეგალი ემიგრანტებისთვის განკუთვნილ სპეციალურ იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც მას იქამდე გააჩერებენ, სანამ ქვეყანას არ დატოვებს.



წყარო