"ჯიშკარიანმა აუცილებლად უნდა მიიღოს 1 ჭიქა კონიაკი ნაბახუსევზე"

  • 17 ოქტომბერი 23:25

მარიამ კუბლაშვილი "ქართული ოცნების" ტეპუტატის ადვოკატი გადაცემაში "ღამის მთავართან" განმარტავს თუ რატომ მიიღო ძალადობაში ბრალდებულმა ილია ჯიშკარიანმა ერთი ჭიქა კონიაკი.

 

კუბლაშვილის თქმით მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, რომ ნაბახუსევზე 1 ჭიქა კონიაკი მიიღოს.


"მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე აუცილებლად უნდა მიიღოს ერთი ჭიქა კონიაკი, ნაბახუსევზე მყოფმა აუცილებლად უნდა მიიღოს 1 ჭიქა კონიაკი", - განაცხადა კუბლაშვილმა.


შეგახსენებთ რომ, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარდგენილი აქვს.