ჭიათურის მაღაროში მუშა გარდაიცვალა

  • 17 ოქტომბერი 22:43

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშა გარდაიცვალა. ინფორმაცია "პირველს" პროფკავშირების თავმჯდომარემ პაატა სამხარაძემ დაუდასტურა.

მისი ინფორმაციით, შემთხვევა მაღაროს გვირაბში მოხდა, თუმცა პაატა სამხარაძე განმარტავს, რომ ამ ეტაპისთვის დეტალები მისთვისაც უცნობია.


ინფორმაციას შსს-შიც ადასტურებენ.


უწყებაში გაგვიმარტეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.