"ელისაშვილს თუ სურს მოემზადოს და ფეხბურთს ვეთამაშები"

  • resonancedaily.com
  • 17 ოქტომბერი 21:27

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილთან დებატებისთვის დრო არ აქვს.

"ძალიან დაკავებული ვარ, მთელი დღის განმავლობაში საქმეებში ვართ ჩართული, ამიტომ, იმის დრო ნამდვილად არ გვაქვს, რომ გავერთოთ. როდესაც იყო დებატების საჭიროება, მივიღე ეს გამოწვევა და საზოგადოებას კარგად ახსოვს ალეკო ელისაშვილი იმ დებატებში.


სხვათა შორის, ჩემი ვალი აქვს. თუ დებატებში მიიღებს მონაწილეობას, ფეხბურთს ვეთამაშებიო და მერე დაიმალა. ასე რომ, თუ სურვილი აქვს, მოემზადოს და ფეხბურთს ვეთამაშები", - განაცხადა კახა კალაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში.

სრული ვერსიის ნახვა resonancedaily.com