ქართველი გოგონა, რომელმაც ურთულესი ფორმის სიმსივნე დაამარცხა - „როგორ გავიგე, რომ კიბო მქონდა?..“

  • facebook.com
  • 16 ოქტომბერი 23:25

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე გვირჩევს, მოვძებნოთ სოციალურ ქსელში სოფოს ბლოგი და დავამატოთ. გოგონა, რომელმაც ურთულესი ფორმის სიმსივნე დაამარცხა, სხვებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

ნათია წერს:


"ეს სოფოს გვერდია, რომელმაც დაამარცხა ურთულესი ფორმის სიმსივნე და როგორც გამარჯვებულს, სურვილი აქვს, სხვებსაც გაუზიაროს გამოცდილება. ჩაფიქრებული აქვს, თარგმნოს საჭირო ინფორმაცია სწორი კვების თუ სხვა რეკომენდაციების შესახებ. სოფო ისრაელში მკურნალობდა. ერთერთი გამგზავრების წინ, რომ მოეჩვენა, მგონი ცოტა დავიღალეო, მოვიდა ჩემთან და გადავწყვიტეთ, რომ ადამიანები მხოლოდ მაშინ მარცხდებიან, როცა დაღლას აღიარებენ. დღეს სოფო ჯანმრთელია, მაგრამ დაღლას არც ახლა აპირებს. დიდი სურვილი აქვს, დაეხმაროს სხვა ადამიანებს. შესაძლოა ეს გვერდი საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდეს ბევრისთვის".


სოფო თავის ბლოგზე წერს:


"რა სიმპტომები მქონდა?


მხოლოდ პერიოდული ტკივილი ღამის საათებში, არასდროს მტკიოდა დღე. ( როგორც შემდეგ გავარკვიე, ღამის ტკივილი არ არის ყველა შემთხვევაში საშიში, თუმცა არის საყურადღებო. )


როგორ გავიგე, რომ კიბო მქონდა?


ვფიქრობდი რომ ნერვის ანთება მქონდა და რადგან არა და არ გამიარა, გადაწყვიტე ნინო დუმბაძესთან წავსულიყავი მედიქლაბში. როგორც კი აპარატი დამადო მხარზე, მესამე წინადადება იყო "შვილო სიმსივნე გაქვს"


მეორე დღესვე დავიწყე გამოკვლევები, შემდეგ ბიოფსია.


მალევე დადასტურდა მხრის სახსრის ავთვისებიანი სიმსივნე ( სარკომა ) მესამე სტადია.


მკურნალობა დავიწყე საქართველოში, გავიკეთე ოპერაცია, სამი კურსი ქიმიოთერაპია და შემდეგ უკვე ისრაელში 6 კურსი ქიმიოთერაპია და კიდევ ერთი ოპერაცია.


და დღეს ჩემს სამედიცინო ისტორიაში, სიტყვა "ჯანმრთელი" გარკვევით წერია.


ყოველთვის მინდოდა გამარჯვებული გოგოს პოზიციიდან წერა, თუმცა სანამ ბლოგს გავაკეთებდი, მაინც ბევრი ვიფიქრე.


იმდენმა ფერადმა ადამიანმა მომცა სტიმული, დარწმუნებული ვარ, ერთად ძალიან კარგ სივრცეს შევქმნით და საკუთარ ისტორიებზე მოვყვებით.


ემოციები გადამდებია!


ჩემთვის როგორც ონკოპაციენტისთვის და ვფიქრობ რომ არამხოლოდ ჩვენთვის, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს. ამიტომ ყველაზე ხშირად ამ თემებზე დავწერ.


რადგან მე შევძელი, შენც შეძლებ!"


სრული ვერსიის ნახვა facebook.com