ჩინარა კოჯაევა: სოფლებში 15-16 წლის გოგოებს ათხოვებენ

  • 17 ოქტომბერი 00:21

ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში გადაცემა "სხვა ნანუკაში" ჩინარა კოჯაევამ ახალგაზრდების იძულებით გათხოვებაზე ისაუბრა. ჩინარა კოჯაევას თანატოლები წერენ და დახმარებას თხოვენ.

"სოფლებში 15-16 წლის გოგოებს ათხოვებენ. ვიცი რომ ეშინიათ, არ იციან რა გააკეთონ და დახმარებას მთხოვენ. მე პირველად ვურჩევ ოჯახს დაელაპარაკონ, თუ ისინი ვერ გაუგებენ მაშინ სამართალდამცავებს მიმართონ".- ამბობს ჩინარა.


ის  იხსენებს მამასთან ურთიერთობას. ახლა მამა-შვილს კარგი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან.


"მამა ნანობს რომ მათხოვებდა, ჩვენ ახლა შევრიგდით, და მას სჯერა ჩემი და პატივს სცემს ჩემს გადაწყვეტილებას." - აღნიშნა კოჯაევმა.