საქართველოს საპატრიარქო: ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა

  • pia.ge
  • 17 აპრილი 13:06

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

"გუშინ, 16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 სთ-დან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა უნდა სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.


აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.


სამწუხაროდ, მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ",- წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge