გია ვოლსკი: მთავარი და ლოგიკური არის ერთი საკითხი, შეასრულა თუ არა კონსორციუმმა თავისი ვალდებულებები და შეასრულა თუ არა სახელმწიფომ თავისი ვალდებულებები

  • 16 ოქტომბერი 21:24

„მთავარი და ლოგიკური არის ერთი საკითხი, შეასრულა თუ არა კონსორციუმმა თავისი ვალდებულებები და შეასრულა თუ არა სახელმწიფომ თავისი ვალდებულებები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის პოლიტიკურად, ეკონომიკურად და უსაფრთხოების კუთხით.


„ხაზარაძე ახლა იმიზეზებს, რომ არ იყო ხელისუფლების კეთილი ნება. ჩვენ ვერ ვიღებთ პასუხს მთავარ თემაზე, რომელი კომპანიები იყვნენ მზად ამ პროექტის განსახორციელებლად და ვინ არ მიუშვა სახელმწიფომ. ეს თემა დღეს დახურულია. აქვე მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის პოლიტიკურად, ეკონომიკურად და უსაფრთხოების კუთხით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.