კოდორის ხეობაში დაკარგული რუსი ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს

  • resonancedaily.com
  • 16 ოქტომბერი 20:34

დაკარგული რუსი ტურისტის ტიმურ ძეიდოვის ცხედარი, რომელსაც 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, კოდორის ხეობისკენ მიმავალი პირველი გვირაბიდან 500 მეტრში იპოვეს.

ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.


შემთხვევა 10 ოქტომბერს მოხდა. მამაკაცი მდინარე კოდორის დინებამ მაშინ გაიტაცა, როდესაც ის ტურისტების ჯგუფთან ერთად გულრიფშის რაიონის სოფელ ჯამპალს ლაშქრავდა.

სრული ვერსიის ნახვა resonancedaily.com