კარანტინის დროს გამართულ წვეულებაზე 6 ადამიანი დაჭრეს

  • 13 აპრილი 11:55

კალიფორნიის ქალაქ ბეიკერსფილდში, ხელისუფლების მიერ გაცემული სახლში დარჩენის რეკომენდაციის მიუხედავად გამართულ ერთ-ერთ ხალხმრავალ წვეულებაზე 6 ადამიანი დაჭრეს.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 4 ქალი, 1 კაცი და 1 მოზარდი ცეცხლნასროლი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


უცხოური მედიის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინაა დაკავებული, თუმცა პოლიცია ეძებს ოთხ კაცს. ისინი შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალნენ.