ქალისა და კაცის ტვინს შორის განსხვავება არ არსებობს

  • სხვადასხვა
  • 14 ოქტომბერი 20:35

ქალისა და მამაკაცის თავის ტვინის შედარებამ აჩვენა, რომ მნიშნელოვანი განსხვავება სქესებს შორის არაა.

ებრაელი მეცნიერების ჯგუფმა თელ-ავივის უნივერსიტეტიდან დაფნი ჯოელის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 1400 ადამიანის თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრამა ჩაატარა. მიღებული მონაცემები 4 კატეგორიად დაყვეს. მეცნიერებმა ტვინის სხვადასხვა ნაწილები შეისწავლეს და განსაზღვრეს სქესზე დამოკიდებულება.


შედეგად, დააგდინეს თუ რამდენადაა წარმოდგენილი "კაცური" და "ქალური" მახასიათებლები კვლევის ობიექტებში. მონაცემების დამუშავების შედეგად, აღმოჩნდა, რომ კვლევის მონაწილეთა 23-53%-ის ტვინს მინიმუმ ერთი "კაცური" და ერთი "ქალური" სეგმენტი ჰქონდა. სრულიად "კაცური" ან სრულიად "ქალური" თავის ტვინი მონაწილეთა მხოლოდ 0-8%-ს აღმოაჩნდა. 

სრული ვერსიის ნახვა სხვადასხვა