14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • 14 ოქტომბერი 00:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი



თქვენი ტრადიციული და კონსერვატიული ბუნება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახლობელ ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. გადადებული საქმეები და ძველი მოვალეობები დაუყოვნებლივ მოქმედებებს მოითხოვენ. გახსოვდეთ, ზოგჯერ უნდა შეისვენოთ, რომ მუშაობა გააგრძელოთ. საქმეში მოსალოდნელია კომპრომისული გადაწყვეტილება.



კურო



ამ დღეს სახლში უამრავი საქმე გელით. ძველი საქმეები და ვალდებულებები დაუყოვნებლივ მოგვარებას მოითხოვენ. ეცადეთ დათმობაზე წახვიდეთ, რომ სკანდალები და ურთიერთობების გარკვევა თავიდან აიცილოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, დაზოგეთ ძალა და ნერვები. გახსოვდეთ, ზოგჯერ უნდა გასცეთ, რომ მერე ორმაგად მიიღოთ.



ტყუპები



ოჯახური საქმეები დაგღლით და ხასიათს გაგიფუჭებთ. ძველი საქმეები და გადაუჭრელი პრობლემები დროულად უნდა მოაგვაროთ. ეცადეთ უსიამოვნებები არ შეიმჩნიოთ, თორემ სახლში სკანდალებს ვერ აცდებით.



კირჩხიბი



ამ დღეს თავს როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად, შესანიშავად გრძნობთ. მზად იყავით ცხოვრების მკვეთრი ცვლილებისთვის. რომანტიკული თავგადასავალი გელით.



ლომი



ოჯახის წევრებთან ურთიერთგაგება და ჰარმონია გელით. მთავარია, შინაგანი წონასწორობა დსა საკუთარი თავის რწმენა შეინარჩუნოთ. ჯანმრთელობას და ნერვებს გაუფრთხილდით.



ქალწული



ეს დღე შესაფერისია თქვენი გაწონასწორებული ხასიათისა და ოჯახური ტრადიციების სიყვარულის გამოსავლენად. ამაში ახლობელ ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობა დაგეხმარებათ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ნერებს. კარგი იქნება თუ დღის მეორე ნახევარში პატარა, ოჯახურ წვეულებას მოაწყობთ.



სასწორი



ხელსაყრელი დღეა ძველი გეგმების განსახორციელებლად. გირჩევთ საკუთარეი ოცნებები საიდუმლოდ შეინახოთ. უცხო ადამიანების მცდელობამ შესაძლოა მიზნისკენ თქვენი სვლა შეაფერხოს. მივლინებები და მოგზაურობა სიხარულს მოგანიჭებთ, სამაგიეროს, სიყვარულში იმედგაცრუება გელით.



მორიელი



ამ დღეს გარშემო მყოფებს საკუთარი გამჭრიახობით გააოცებთ. სამსახურეში მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილებები. ეცადეთ კარიერული ცვლილებები მეტისმეტად ემოციურად არ მიიღოთ და ფული ეკონომიურად ხარჯოთ.



მშვილდოსანი



ახლობელ ადამიანთან რომანტიკული შეხვედრა იმედგაცრუებას მოგიტანთ და შესაძლოა, ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს. გამორიცხული არაა, რომ ახალმა ნაცნობობამ დაგამშვიდოთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ რომანი ხანმოკლე იქნება. პარტნიორის უწესობამ შეიძლება სკანდალი გამოიწვიოს.



თხის რქა



ეცადეთ ძველი საქმეების დასრულებისთვის დრო გამონახოთ და ახალი საქმე მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას და ნერვებს გაუფრთხილდით. ერიდეთ ჭორებს და ცილისწამებას. თავი შეიკავეთ საღამოს მარტო სეირნობისგან.



მერწყული



ენერგიით სავსე და მშვიდი ხართ. მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ხელსაყრელი დროა ახალი ნაცნობობისა და ქორწინებისთვის.



თევზები



ამ დღეს უამრავი სასიამოვნო საქმე გელით, რაც ოჯახში სიახლეებს ან ღონისძიების ორგანიზაციას ეხება. ამ დღეს დსაბადებულ ბავშვს პლანეტების მფარველობა ელის. თანდათან ყველა ოჯახური პრობლემის მოგვარებას შეძლებთ და მდგომარეობის ბატონ-პატრონი გახდებით.