დიღმის მასივში საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გაჩნდა

  • 11 აპრილი 15:12

ცეცხლი კორპუსის მეცხრე სართულზე  ერთ ოთახსა და აივანს მოედო.

 

სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა 3 ეკიპაჟი მუშაობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.