სექსუალურ ძალადობაში მორიგ მაჟორიტარს სდებენ ბრალს

  • resonancedaily.com
  • 13 ოქტომბერი 22:43

ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარს ენზელ მკოიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის "პაროსის" დამფუძნებელი ნარინე გისონიანი საჯაროდ ამხელს "ქართული ოცნების" ნინოწმინდის მაჟორიტარს და ამბობს, რომ მას მეგობრის საშუალებით ჯერ მეგობრობა შეუთვალა, შემდეგ კი საყვარლობა.


"წლების წინ ნინოწმინდის საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსი ვიყავი. სამსახურიდან გამომდინარე ხშირად მიწევდა ჩვენს მაჟორიტართან საქმიანი შეხება. ერთ-ერთ მორიგ შეხვედრაზე, როგორც ჩანს მოვეწონე და ჩემს უახლოეს მეგობარს უთხრა, ნარინესთან დამეგობრება მინდაო, მერე უფრო კონკრეტულად შემომითვალა, საყვარლობა. რა თქმა უნდა მის შემოთავაზებებს, ყოველთვის უარით ვპასუხობდი, ისევ ჩემი მეგობრის საშუალებით. ბოლოს თვითონ დაიწყო ჩემს ტელეფონზე დარეკვა." - ამბობს ნარინე გისონიანი. მაჟორიტარი ენზელ მკოიანი კი ბრალდებას სრულიად უარყოფს.

სრული ვერსიის ნახვა resonancedaily.com