რუსეთის საპატრიარქო: მიუხედავად იმისა რომ იყო წინააღმდეგობა უკრაინის ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალია

  • 1tv.ge
  • 13 ოქტომბერი 21:49

2018 წლის დეკემბერში, კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ უკრაინისთვის ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭების შემდეგ, საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესია არის პირველი, რომელმაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.

რუსეთის საპატრიარქო საბერძნეთის ეკლესიის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას გამოეხმაურა.


"მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მიტროპოლიტი საფუძვლიანად გამოდიოდა გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავების საფუძვლიანი შეთავაზებით, ელადის ეკლესიის სამღვდელმთავრო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიის აღიარების სასარგებლოდ. ამავე დროს, უცნაურად გამოითქვა იმედი, რომ უკრაინული „ავტოკეფალია“ შეძლებს დიდი რუსეთისა და უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიებს შორის ურთიერთობების გამყარებას. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და ელადის ეკლესიას შორის ურთიერთობებისთვის ამ გადაწყვეტილების შედეგებს მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა სინოდი შეაფასებს", – განაცხადა ბალაშოვმა.

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge