"მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების იდეას არ ვეთანხმები"

  • 10 აპრილი 17:14

საქართველოს საპატრიარქოს გავლენებზე თეოლოგ ბექა მინდიაშვილის სტატუს სასულიერო პირი გიორგი სხირტლაძე გამოეხმაურა.

სასულიერო პირი კომენტარებში აღნიშნავს, რომ შევარნაძეს საბჭოთა აგენტებისგან საპატრიარქოს გაწმენდა და მათ ნაცვლად საკუთარი აგენტების შეშვება უნდოდა.


სხირტლაძის თქმით, სააკაშვილმა და შევარდნაძემ  "წითელი" საპატრიარქო გააბატონეს.


"განსხვავება ის არის, რომ გამსახურდიას სურდა საქართველოში მართლმადიდებლობის გაბატონება, ხოლო შევარდნაძემ და სააკაშვილმა "გავარდისფრებულ-გაცისფრებული" "წითელი" საპატრიარქო გააბატონეს. მათგან პირველს სურდა "საბჭოთა ეკლესიის" განწმენდა, გაწმენდა და იქიდან ძველი აგენტურის გაძევება; ორმა უკანასკნელმა კი უფრო და უფრო დააბინძურა მისი შემადგენლობა და მასში თავიანთი აგენტურა შეაგზავნა (არსებული ხელისუფლება, სარგებლბს რა თავისი ორი წინამორბედის დანატოვრითა და მეთოდებით, იგივეს აგრძელებს, თავისთვის სასარგებლოდ და ეკლესიისა და ქვეყნის საზიანოდ).


როგორ უჩვეულოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მართლმადიდებელი ღვთისმსახური არ ვეთანხმები გამსახურდიასეულ იდეას მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისა. ერში, ქვეყანაში, სახელმწიფოში უნდა მოხდეს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად არა გამოცხადება, არამედ გაცხადება, რადგან აღმსარებლობის გამოცხადება პოლიტიკური ძალადობაა, ხოლო გაცხადება (განცხადება) _ სულიერი მოვლენა", - წერს მამა გიორგი სხირტლაძე.


ასევე დაგაინტერესებთ:


როდიდან დაიწყო საპატრიარქოს გავლენების გაძლიერება?


ზურაბიშვილისა და მინდიაშვილის მწვავე დაპირიპირება