ნიუ-იორკში კორონავირუსით გარდაცვლილებს დიდ ორმოებში მარხავენ (ვიდეო)

  • 10 აპრილი 16:22

ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს.  BBC-ის ინფორმაციით გარდაცვლილები სავარაუდოდ, კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულნი.

დრონით გადაღებულ ვიდეოში ნათლად ჩანს, როგორ მარხავენ სპეციალურად ჩაცმული ადამიანები გვამებს დიდ ორმოში. კადრები Hart Island-შია გადაღებული. სავარაუდოდ ასე იმ ადამიანებს კრძალავენ, ვისაც არავინ მიაკითხა.


უკანასკნელი მონაცემებით, ნიუ-იორკის შტატში, კორონავირუსით სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ნიუ იორკში დაახლოებით 162,000 ადამიანია კოვიდინფიცირებული, აქედან 7,067 ადამიანი გარდაიცვალა.