ზურაბიშვილისა და მინდიაშვილის მწვავე დაპირიპირება - "რად გინდათ ეს იაფი ცილისწამება"

  • 10 აპრილი 16:43

საქართველოს საპატრიარქოს გავლენების შესახებ თეოლოგ ბექა მინდიაშვილის მიერ გავრცელებულმა სტატუსმა პოლიტიკოს დავით ზურაბიშვილის გაღიზიანება გამოიწვია.

ზურაბიშვილი თეოლოგს, გავრცელებული ინორმაციის, იმ ნაწილში დაუპირისპირდა, რომელშიც მინდიაშვილმა სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელ ოპოზივიას საპატრიარქოს ყურმოჭრილი მონა უწოდა.


პოლიტიკოსის თქმით, მინდიაშვილი სააკაშვილის დროინდელ ოპოზიციას პერიოდულად იმიტომ აკრიტიკებს, რომ 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს ის ხელისფლების მხარდამჭერი იყო, რის გამოც სინდისის ქეჯნა დღემდე აწუხებს.


თავის მხრივ ბექა მინდიაშვილმა ზურაბიშვილს ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობა და მისი სიტყვები - სულ იმას გაიძახოდით ვანო უჩხიკინებს საპატრიარქოს თორე ისე არიან ბულკებივითო" - შეახსენა.


ბექა მიდიაშვილისა და დავით ზურაბიშვილის პოლემიკას უცვლელად გთავაზობთ:


დავით ზურაბიშვილი: 2007 წლის ოპოზიციის მოთხოვნაზე რაც გიწერია, ეს არის შეურაცხმყოფელი ტყუილი.
არანაირი მონარქიის მოთხოვნა და საპატრიარქოს გვერდში ამოყენება იქ არ იყო. და საერთოდ საპატრიარქო და ეკლესია სანამ ბიძინა გამოჩნდებოდა, ყოველთვის ხელისუფლების მხარეს იყო ცალსახად. მათ შორის, სააკაშვილის ხელისუფლების მხარესაც.


ბექა მინდიაშვილი: ზუტად მეორე თუ მესამე დღეს თქვა პატრიარქმა თქვენი გამოსვლის შემდეგ, როგორაა ტყუილი, რასაც ასევე ყველამ მხარი დაუჭირა. სპარალამენტო რესპუბლიკა და კონსტიტუციური მონარქია რამ გაყოო - ძალიან კარგად მახსოვს თან ვინ და როგორ ამბობდა ამას.


დავით ზურაბიშვილი: იმდროინდელი ოპოზიცია იყო საკმაოდ ჭრელი, მათ შორის იყვნენ პარტიები, რომლებიც ცდილობდნენ სპატრიარქოს მაამებლობით მომხრობას და ამბობდნენ მისთვის საამებელს, მაგრამ ამაოდ. არასდროს პატრიარქს სააკაშვილის ოპოზიციისთვის მხარი არ დაუჭერია არც პირდაპირ და არც ირიბად. ეს არის ფაქტი.


იმავდროულად იმ ოპოზიციურ გაერთიანებაში ვიყავით რესპუბლიკელებიც, რომლებსაც არანაირად არ დაგვიჭერია მხარი მონარქიისთვის და არც დაგვიმალავს ჩვენი პოზიცია. და უბრალოდ კი არ ვიყავით იქ, წამყვანი პოზიცია გვეჭირა.


მაგრამ ასე იყო თუ ისე, ოპოზიციის ერთიან მოთხოვნებში არსად მონარქია და ეკლესია არ ფუგურირებდა. ეს ოპოზიციის სახელით არ თქმულა არცერთხელ და არასდროს.


მიუხედავად ამისა, სისტემატურად წევთ ხოლმე იმდროინდელი ოპოზიციის უვარგისობის თემას. არ ეშვებით. რაზეც არ უნდა ჩამოვარდეს ლაპარაკი, მაინც ცდილობთ ის აზრი გაატაროთ, რომ აი, ოპოზიცია იყო ბნელი, არ აძლევდა საწყალ ხელისუფლებას არაპოპულარული მაგრამ სწორი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას და რა ექნათ იმათაც?


მე მესმის, რომ ყველას, ვინც 2007 წლის ნოემბრის დარბევის დროს დამრბევების მხარეს იყავით, შინაგანად გაწუხებთ ეს ამბავი და ცდილობთ ოპოზიციის რეაქციულობით და უვარგისობით გააპრავოთ თქვენი მაშინდელი პოზიცია, მაგრამ იმდენს ვერასდროს ვერ ხვდებით, რომ ამით ყველა დარბეულს გვაყენებთ შეურაცხყოფას. დაგვანებეთ რა თავი! ხომ ხედავ, არ გერჩით, არ ვჩხრეკთ წარსულის ამბებს და კონცენტრირებული ვართ დღევანდელობაზე?


ბექა მინდიაშვილი: საკუთარ ტრამვებს მიხედოს აჯობებს ყველამ და მართლა შეერაცხმყოფელი ტყუილებისა და ცილისწამების გავრცელებას მოეშვას. თუ სოზარს გადაეყრებით სადმე კითხეთ და იმედია არ მოგატყუებთ 7 ნოემბერს სად ვიყავი, ან სოლიდარობა მაინც გადაშალეთ - რად გინდათ ეს იაფი ცილისწამება. მე რაც იყო და რასაც ამობდით იმ დროს იმას ვწერ და თქვენ რანაირად უნდა დამარწმუნოთ იმაში რომ ტყულები ვაფრქვიო ან გავჩუმდე, არ მესმის.


დავით ზურაბიშვილი: ფაქტი არის ის, რომ არანაირი მონარქია ოპოზიციის პოლიტიკურ მოთხოვნებში არ ყოფილა და არც პატრიარქს არასდროს დაუჭერია მხარი ოპოზიციისთვის. ვერავინ ვერ დააასახელებს 2007 წელს ოპოზიციური ერთობის ვერცერთ აქციას ან ვერ დადებს ვერცერთ დოკუმენტს, სადაც მსგავსი მოთხოვნა ან მხარდაჭერა იყო დაფიქსირებული. ფაქტი არის ეს! დანარჩენი არის წინა ხელისუფლების პერიოდისთვის ტიპიური პოლიტიკური სპეკულაცია და ცილისწამება, როცა მაგალითად ჯონდი ბაღათურიას აზრებს მე მტენიდნენ ხოლმე, ანუ როცა ხელისუფლების მიმართ რეტროგრადული პოზიციიდან კრიტიკა მიეწერებოდა ზოგადად ოპოზიციურ სპექტრს და წარმოჩენილი იყო როგორც "ეკლესიებს ანგრევენ" ტიპის ზოგადოპოზიციური დისკურსი.


ბექა მინდიაშვილი: ეჰ შეაყარე კედელს ცერცვი - უშუალოდ თქვენც კარგად იყავით მორგებული საპატრიარქოს კონიუნქტურას, სულ იმას გაიძახოდით ვანო უჩხიკინებს საპატრიარქოს თორე ისე არიან ბულკებივითო, ერთ გადაცემაში მაინც არ მიგვეღო მონაწილეობა. მე თეა თუთბერიძეს ვიცავდი, თქვენ, - ამტკიცებდით რო ამით ხელისუფლება ევრძვის პატრიარქს. არც ეგ გახსოვთ თუ ამასაც ვიგონებ. მთელი საქართველო მოსახარშად დასდევდა თეას ლამის და თქვენ იმის ნაცვლად დაგეცვათ, აქეთ ესხმოდით თავს. კიდევ სხვა ბევრი რამ იყო და მართლა არ მესმის თქვენ რატომ წამოენთებით ხოლმე ყოველ ჯერზე, იქ სადაც თქვენი ხსენება არაა საერთოდ. ჩარჩით სადღაც და ვერ გამოდიხართ.


ასევე დაგაინტერესებთ:


როდიდან დაიწყო საპატრიარქოს გავლენების გაძლიერება და რომელი ხელისუფლების დროს მიიღო მან დიდი დარტყმა?