კლიპში პირველი რომ ჩანს, ის ჩინელი არ გეგონოთ, ღამურა რომ შეჭამა - შარშან გია სურამელაშვილი კინაღამ თმით ახოხიალა იატაკზე და მერე კონცერტიდანაც გააგდო

  • 10 აპრილი 14:42

ქართული "ესტრადის" მიერ გადაღებულმა ახალმა კლიპმა და სიმღერამ კორონავირუსზე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საზოგადოებაში. ყველას აინტერესებს, ვინ არის მამაკაცი, რომელიც კლიპში პირველი იწყებს სიმღერას.

ვიდეოში პირველი რომ ჩანს, ის ჩინელი არ გეგონოთ, ღამურა რომ შეჭამა, ის ქართველი მომღერალი კაკი ბოლქვაზეა. შარშან გია სურამელაშვილი კინაღამ თმით რომ ახოხიალა იატაკზე და მერე კონცერტიდანაც გააგდო.


2019 წლის 28 ივნისს მომღერალ კაკი ბოლქვაძის კონცერტი გაიმართა რესტორან “თაშრეში”, სადაც ესტრადის სხვა მომღერლებიც მონაწილეობდნენ. მათ შორის, გია სურამელაშვილიც, მაგრამ მოულოდნელად მომღერლებს შორის დაიწყო გაწევ-გამოწვევა და კაკი ბოლქვაძემ საქვეყნოდ გააძევა დარბაზიდან გია სურამელაშვილი, რომლის წასვლას დარბაზი აბლოდისმენტებით შეხვდა.


კაკი ბოლქვაძე: ერთი ლამაზი და სასიამოვნო საღამო მოვაწყვე, სადაც ძალიან კუტურული პუბლიკა შეიკრიბა და იქ გია სურამელაშვილის ადგილი ნამდვილად არ იყო (ვგულისხმობ იმას, რომ მისი მსმენელი და მის შემოქმედებაზე შეყვარებული იქ არავინ იყო), მაგრამ პუბლიკაზე შთაბეჭდილების მოსახდენად დარბაზში დაგვიანებით შემოვიდა, ეგონა, მსმენელი მის გამოჩენას აპლოდისმენტებით შეხვდებოდა, მაგრამ ასე რომ არ მოხდა, დაიბოღმა. ამის შემდეგ თავის პროდიუსერს უბრძანა ხმის ოპერატორთან მისვლა და ფონოგრამის ჩართვა – რა თქმა უნდა უარი არ მითქვამს, მაგრამ თვითონ და მისი პროდიუსერი ვერ შეთანხმდნენ, რომელ სიმღერას იმღერებდა, რის გამოც დარბაზის გასაგონად მთელ ხმაზე აგინა მარინას (პროდიუსერს).


ჩემი საღამო იყო და რა თქმა უნდა მეც ჩავერიე და თავისი ჩვეული უწმაწური სიტყვებით (როგორც არის მიჩვეული, ყველგან ბორდელში რომ ჰგონია თავი და ხალხიც ტაშს რომ უკრავს) განაგრძობდა ისტერიკებს. რომ არა ლელა წურწუმიას დედა ქალბატონი ნინო ალბათ თმებით მოვაწმენდინებდი “თაშრეს” იატაკს. ისე სამარცხვინოდ გაძევდა ჩემი კონცერტიდან, რომ რომ “პერო” და ბიჟუტერია გზადაგზა სძვრებოდა.


ასევე დაგაინტერესებთ:


რას წერს, ნოე სულაბერიძე "STOP COVID" კლიპზე


“ეს არის ქურდობა, ვინ არის ამ კლიპის ავტორი?”


"საგანგებოდ აფრენთ თუ კორონობანას თამაშობთ? რა დროს ტაშფანდურია?…"


ნინო ჩხეიძე: ასე როგორ გავაბრაზეთ დედამიწა, რომ მეგობართან მისვლაც აღარ შეგვიძლია


წყარო