“ეს არის ქურდობა, ვინ არის ამ კლიპის ავტორი?”

  • 10 აპრილი 14:20

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მენეჯერი, გიორგი ჩალაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქართველი მომღერლების მიერ გამოქვეყნებულ კლიპს ეხმაურება.

"კლიპი ვნახე. ლაბორატორიის კადრები გადაღებულია გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია • National Laboratory of Genetics-ში. ეს კადრები არის ჩემი გუნდის შექმნილი და დაცულია საავტორო უფლებით.


მე ნებართვა არ გამიცია. არც ჩემს პარტნიორს. არც ანაზღაურება მოგვითხოვია ან მიგვიღია.


კადრში ჩემი თანამშრომელი ჩანს როგორ მუშაობს. მასაც არ გაუცია ნებართვა.


ეს არის ქურდობა.


უფლების დარღვევა კანონის დარღვევას.
ვინ არის ამ კლიპის ავტორი?


საქპატენტი • Sakpatenti“- წერს გიორგი ჩალაძე.