"ბებოს ნიფხვისგან გამოჭრილ ნაჭრები“ – შალვა ნათელაშვილი საქართველოში წარმოებულ პირბადეებზე

  • 10 აპრილი 14:09

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, შალვა ნათელაშვილს ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში გაკეთებული 100-მილიონიანი შემოწირულობა ეცოტავება. ნათელაშვილი ირწმუნება, რომ ივანიშვილმა ქვეყანას 20 მილიარდი მოპარა.

„30 მილიონზე მეტს არ იმეტებს, როცა ქვეყანაში შემოსატანია, არა ის, რაღაც ცხვირზე ასაფარებელი რომ გააკეთეს, ბებიას ნიფხვისგან გამოჭრილი ნაჭრები, არამედ ხელოვნური სუნთქვის აპარატები. მსოფლიო მოწინავე კომპანიები მუშაობენ, რომ მოახდინონ ამით დედამიწის უზრუნველყოფა. სად არის თვითონ დაკარგული, არ უნდა გამოსულიყო და ერთი თბილი სიტყვა არ უნდა ეთქვა“, – ამბობს შალვა ნათელაშვილი.