ჩვენი დროის გმირები - ქართველი მეზღვაურები, რომლებმაც 12 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს

  • 10 აპრილი 13:45

ქართველმა მეზღვაურებმა ხმელთაშუა ზღვაში 12 ადამიანის სიცოცხლე იხსნეს… მათ ცეცხლმოკიდებული გემიდან ეკიპაჟი უვნებლად გამოიყვანეს.

"კასაბლანკისკენ მივცურავდით 8 აპრილს, დილის 4 საათზე ღია ზღვაში ცეცხლმოდებული გემი შევამჩნიეთ და SOS სიგნალი მივიღეთ. ეკიპაჟი სწრაფად მოემზადა ოპერაციისთვის. 12-ვე ადამიანი გადმოვიყვანეთ ჩვენს გემზე”, – ამბობს გიორგი თუშმალიშვილი.


გემ BELLATRIX-ის 12 მეზღვაურის გადასარჩენად სამაშველო ოპერაციაში პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის ARIFE-ს ეკიპაჟის ასევე 12 წევრი, მათ შორის 6 ქართველი მონაწილეობდა, ესენი არიან:


გიორგი თუშმალიშვილი


მამუკა დოლიძე


ზებურ დიასამიძე


ელგუჯა ნიგალიძე 


არჩილ ცინცაძე


აჩიკო ბოლქვაძე


ცნობისთვის, 9 აპრილს გემზე ხანძარი გაჩნდა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.
 



წყარო