რას წერს, ნოე სულაბერიძე "STOP COVID" კლიპზე

  • 10 აპრილი 13:51

ტელეწამყვანი და პროდუსერი ნოე სულაბერიძე სტატუსს აქვეყნებს და ეხმაურება ვიდეოკლიპის – სახელად „STOP COVID – 19 დარჩი სახლშის."

"ადამიანებს გულწრფელად უნდოდათ რითიც შეეძლოთ გვერდში დგომა გამოეხატათ. იმ ფონზე როცა შოუ-ბიზნესი პატარ-პატარა გამონათებების გარდა ამ ქვეყანაში დედამიწაზე მეტად გაყინულია და მუსიკალური ჩარტებიც კი არ გვაქვს მარტო იმიტომ, რომ კლიპებს ვერ იღებენ და ამ მიზეზებით სხვადასხვა არხების ეთერებში გაცილებით მდარე ხარისხის კლიპებიც გადის, ასეთი ბულინგი მგონია არ მოსულა. რთულია სახლში ყოფნა მაშინ, როდესაც გინდა რაღაც მაინც გააკეთო მძიმე დროს. დაცინვა ყოველთვის მარტივია. ყველას არ შეუძლია თბილისო, ტიტები, იები და ცივი ნოემბერი დაწეროს, თუმცა მცდელობა მომაწილეობა მიიღო მსგავს თემატიკაში, განსაკუთრებით ასეთ დროს დასაფასებელია. ჩემი მხარდაჭერა ყველა მომღერალს.


Giorgi Jajanidze ჩემი მადლობა რომ შესაძლებლობა მიეცი!"- წერს ნოე სულაბერიძე.


ასევე დაგაინტერესებთ:


უამრავ კომპლიმენტს და მოლოცვას ვიღებ – სოფო ბედია ახალ ვიდეოკლიპზე