პაატა იმნაძე ნიღბებზე - შესაძლოა, დემნა გვასალიამ ასეთივე გამოუშვას

  • 10 აპრილი 13:18

დაავდებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ახალ სამედიცინო ნიღბებზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული ნიღაბი ჰაერწვეთოვანი გზით ვისრუსის დასაცავად ეფექტურია და უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფლებს.


"დღევანდელი თაობა განებივრებულია პირბადეების დიზაინით, რაც შეეხება ამ ნიღაბს, მას აქვს ცხვირის ადგილი დაფიქსირებული და შეუძლებელია, ის შეცვალო. ეს პირაბდე აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტს. რაც შეეხება მის ვიზუალს, სიმართლე გითხრათ, მომწონს. შესაძლოა, დემნა გვასალიამაც გამოუშვას ამის მსგავსი", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.