რუსთავში კორონავირუსი 6 წლის ბავშვს დაუდასტურდა

  • 10 აპრილი 13:12

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა. მათ შორის “კოვიდ 19” 6 წლის ბავშვს და მის დედას დაუდასტურდათ. ისინი ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მოათავსეს. როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაკა სოლოღაშვილი აცხადებს, დედა-შვილი თურქეთიდან რამდენი დღის წინ ჩამოვიდა.

“ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოქსირებულ ნაწილში მკურნალობს 51 პაციენტი, აქედან 16-ს დადასტურებული აქვს “კოვიდ 19″. დღეს სამი პაციენტი დაემატა. ამ სამიდან ერთი არასრულწლოვანია. დედამ და 6 წლის შვილმა თურქეთის საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადმოკვეთეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა, ხველა, გამოიხატება პნევმონიის სურათი, მაგრამ მათი სუბიექტური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – აცხადებს სოლოღაშვილი.


ცნობისთვის, ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ ეტაპზე 51 ინფიცირებული პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 7 არასრულწლოვანია.


წყარო