"ნინო ქათამაძემ საკუთარი მანქანით ჩამოარიგა ნობათი..."

  • 10 აპრილი 12:42

თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია საინტერესო სტატუსსა და ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ თბილისის მერიასთან ერთად, საქველმოქმედო აქციაში, რომელიც მოხუცებულებისთვის პროდუქტის დარიგებას ითვალისწინებდა, ნინო ქათამაძე პირადად ჩაერთო.

 


"დღეს ჩვენ უხუცესებს და მაღალ რისკჯგუფში შემავალ კულტურის აიპების თანამშრომლებს ვესტუმრეთ. უსაყვარლესი ბიბლიოთეკარები, მუზეუმის მცველები, მასწავლებლები უკვე ორ კვირაზე მეტია სახლში არიან და გვითხრეს, რომ ძალიან ენატრებათ ჩვენთან ერთად ყოფნა. ეს ის ადამიანები არიან, ვინც ათეულობით წელია კულტურას ემსახურებიან. ჰოდა, მადლობა მათ ამისთვის♥️♥️♥️


ასევე დიდი მადლობა ჩვენს ახალ მოხალისე ნინო ქათამაძეს Nino Katamadze მან საკუთარი მანქანით ჩამოარიგა ნობათი. მადლობა Liza Bagrationi არაჩვეულებრივი სადიზენფექციო ხსნარებისთვის, რომელიც კომპანია ბადაგონმა დაამზადაკომპანია არდი • ARDI რომ მოგვცა ამის საშუალება და არაჩვეულებრივი პროდუქტი გადმოგვცა, Ninia Matcharashvili შენ ხარ ოქრო, რომ ეს აქცია გავაკეთეთ♥️♥️♥️♥️


Tika Rukhadze


Nini Sanadiradz


ციკო შალოშვილი


Shotiko Chichinadze


Alexandre Metreveli


მადლობთ თითოეულ თქვენგანს♥️♥️♥️” - წერს სოფო ხუნწარია.