ინგა გრიგოლია: წარმოუდგენელი რამე მოხდა, ჯვარი გწერიათ ყველას

  • 10 აპრილი 12:07

ინგა გრიგოლია უკვე ორ კვირაზე მეტია შინაა. მან ფეხი მოიტეხა და სამწუხაროდ, სამსახურში სიარულსა და გადაცემების წაყვანას ვერ ახერხებს.

“ვაშა!!!! ოპერაციიდან ზუსტად მეჩვიდმეტე დღეს გავიარე, ასეთი მოტეხილობის მერე))))))ფეხი დავადგი და ხელჯოხებით, მაგრამ ორივე ფეხით გავიარე. წარმოუდგენელი რამე მოხდა, ჯვარი გწერიათ ყველას, ხალხო, მაგრამ ვინმეს თუ რამე მსგავსი შეგემთხვევათ, მოტეხილობა და ასე შემდეგ, მიმართეთ პირდაპირ უმაგრეს ექიმებს – რამაზ აღლემაშვილს და ირაკლი კაჭკაჭიშვილს, მე ასეთი შედეგი, ამ მოკლე დროში არასოდეს მინახავს მთელ კლინიკას გიხდით ცისხელა მადლობას საოცარი შედეგი დამიდეთ”- წერს ინგა გრიგოლია.